ლიონელ მესი ავსტრიის ნაკრებთან მატჩში (2:0) დუბლით მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირი გახდა, თუმცა სხვა რეკორდიც დაამყარა.
მან ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც აქამდე მხოლოდ ორ ფეხბურთელს გაეკეთებინა - ჟუსტ ფონტენსა და ჟაირზინიოს.
ფრანგმა ზედიზედ 6 თამაშში 1958 წლის მუნდიალზე გაიტანა, ხოლო ბრაზილიელმა იგივე 1970 წელს გააკეთა. მესის შემთხვევაში განსხვავება ისაა, რომ ზედიზედ ექვსი მატჩისთვის ორი სხვადასხვა მუნდიალი დასჭირდა.
თავის მხრივ, ჟაირზინიოს ეკუთვნის რეკორდი, რომლის მოხსნა ალბათ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია - ერთ ჩემპიონატზე ყველა მატჩში გაიტანა (1970 წელს - 6 მატჩში 7 გოლი).
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი 18 გოლით მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირია და მიროსლავ კლოზეს ორი გოლით გაასწრო.







