ფეხბურთი

1:03 | 23.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "ვეცდებით, გულშემატკივარი კიდევ არაერთხელ გავახაროთ"

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ავსტრიის ნაკრებთან მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„სიმართლე ისაა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით გამარჯვებით. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი მოგება, ძალიან რთული ბრძოლისა და დამსახურების შედეგი. ეს მომავლისთვის სიმშვიდეს გვაძლევს. მსოფლიო ჩემპიონატია, ყველა მატჩი ძალიან დაძაბულია. ბედნიერები ვართ, რომ ექვსი ქულა მოვიპოვეთ და ჯგუფიდან გავედით.

უკვე ვაჩუქეთ ხალხს სიხარულის მრავალი მომენტი, მაგრამ ვეცდებით, კიდევ უფრო მეტი ბედნიერი დღეები ვაჩუქოთ. გოლებზე არ ვფიქრობ. უბრალოდ მინდა, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვებით დავტკბე. რეკორდებზე ფიქრი? არა, მხოლოდ თამაშის მოგებაზე ვფიქრობდით.

ყველაფერი ფანტასტიკურად წარიმართა. დღეს პენალტით შემეძლო ანგარიშის გახსნა უფრო ადრე, მაგრამ პენალტი რომ გამეტანა, შესაძლოა დანარჩენი ორი გოლი არ გასულიყო. შედეგით, თამაშით და გუნდის მუშაობით კმაყოფილი ვარ“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის მიმდინარე მუნდიალზე 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ტურნირის ისტორიაში 18, რითაც საუკეთესო ბომბარდირია. მან მიროსლავ კლოზეს რეკორდი გააუმჯობესა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170336