ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალური სერიის მესამე შეხვედრა „ბარსელონამ“ „ვალენსიასთან“ საკუთარ მოედანზე 80:88 წააგო და სერიაში ჩამორჩა.
გარდამტეხი მესამე პერიოდი იყო, რომელიც ბარსელონამ 10 ქულით წააგო და მატჩის ბედიც მაშინ გადაწყდა.
შესანიშნავი თამაში ჰქონდა თორნიკე შენგელიას, რომელმაც 34 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო.
სერიაში „ვალენსია“ 2:1 იგებს, მეოთხე მატჩი კი 24 ივნისს, ისევ ბარსელონაში გაიმართება.







