მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა ხუალიან ალვარესმა კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ გაუშვან.
არგენტინელმა ფორვარდმა არ დამალა, რომ მისი ოცნების ასრულება სურს, რაც „ბარსელონაში“ თამაშია:
„ვისაუბრე კლუბში იმ ადამიანებთან, ვისთანაც საჭირო იყო. მინდა, ჩემი ოცნება ავისრულო და ჩემი მომავალისთვის ტრანსფერი საუკეთესო გადაწყვეტილებაა“, - თქვა ალვარესმა.
ხულიან ალვარესის დამატება „ბარსელონას“ სურს და ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულიც აქვს, მაგრამ მთავარი „ატლეტიკოსთან“ მორიგებაა, რასაც კლუბი ეცდება. თუმცა, "ატლეტიკომ" გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვით, გამორიცხა ალვარესის "ბარსაში" გაყიდვის შესაძლებლობა: "ხულიანი "ბარსელონაში" არ გადავა. ისინი ან გადაიხდიან გამოსასყიდ 500 მილიონს, ან ტრანსფერი არ შედგება. წარსულში, უკვე ვნახეთ, როგორ მუშაობს "ბარსელონა".
აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალმა“ 150 მილიონი ევრო შესთავაზა ალვარესის სანაცვლოდ, მაგრამ „ატლეტიკომ“ ეს შეთავაზება უარით გაისტუმრა და 500 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც ფეხბურთელის გამოსასყიდი ფასია.
შეგახსენებთ, რომ ხულიან ალვარესს „რივერ პლეიტსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ უთამაშია, ხოლო „ატლეტიკოში“ ბოლო ორი სეზონია ირჯება და 106 მატჩში 49 გოლი აქვს გატანილი.





