ფეხბურთი

10:26 | 23.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიაც მუნდიალის პლეი-ოფშია

საფრანგეთის შემდეგ, I ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ნორვეგიაც გავიდა. სკანდინავიელები სენეგალის მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურ მასპინძლებს მატჩის დასაწყისშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, ედუარ მენდიმ კრისტოფერ აიერის ზუსტი დარტყმა მოიგერია.

სენეგალმა პირველ ტაიმში ბურთით მეტი დრო გაატარა, მაგრამ ნორვეგიის კონტრშეტევები უფრო მკვეთრი იყო. მარტინ ოდეგორმა ერლინგ ჰოლანდის გადაცემის შემდეგ ხელსაყრელი მომენტი გაანიავა. თუმცა, 43-ე წუთზე სკანდინავიელებმა მაინც გახსნეს ანგარიში. გოლი კალიდუ კულიბალიმ „გაახერხა“, რომელმაც ბურთი მარკუს პედერსენს მიუგორა, ამ უკანასკნელმა კი ახლო კუთხეში დაარტყა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჰოლანდმაც გაიტანა. ხუთი წუთის შემდეგ, სენეგალმა ცენტრიდან სანახაობრივი შეტევა წამოიწყო და ისმაილა სარმა ნორვეგიელთა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

თუმცა, ჰოლანდმა მაშინვე აღადგინა ჩამორჩენა. კიდევ ერთხელ, კულიბალიმ ცუდად ითამაშა. პატრიკ ბერგმა ერლინგს გადასცა ბურთი, რომელმაც ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულა. და კილიან მბაპეს გაუთანაბრდა მსოფლიო ჩემპიონატზე გოლების რაოდენობით.

ერლინგს მოგვიანებით შეეძლო ჰეთ-თრიქის შესრულება, მაგრამ მუსა ნიაკატემ ბურთი დაბლოკა. ისმაილა სარმა დამატებულ დროში ისევ გამოიჩინა თავი. მას ასევე ჰქონდა შანსი, ანგარიში გაეთანაბრებინა დამატებული დროის მეცხრე წუთზე, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა.

ახლა ნორვეგიამ და საფრანგეთმა 6-6 ქულა მოაგროვეს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე ფრანგები არიან. სენეგალს და ერაყს კი ქულები არ აქვთ.

ნორვეგია - სენეგალი 3:2

23 ივნისი. ისტ-რატერფორდი. სტადიონი „მეტლაიფი.“

1:0 პედერსენი (43). 2:0 ჰოლანდი (48), 2:1 ი. სარი (53), 3:1 ჰოლანდი (58), 3:2 ი. სარი (90)

ნორვეგია: ნილანდი, ვულფი, ჰეგემი (ესტიგორი, 84), აიერი, რიუერსონი (პედერსენი, 13), ეურსნესი (ბერგი, 46), ბერგე, ოდეგორი, ნუსა (შიოლდერუპი, 71), ჰოლანდი, სორლოტი (ბობი, 84)

მწვრთნელი: სტოლე სოლბაკენი

სენეგალი: მენდი (დიავი, 63), დიუფი (იაკობსი, 54), ნიაკატე, კულიბალი (პ. სარი, 72), დიატა, გუიე, (მბაიე, 54), განა გუიე, მანე, კამარა (სისი, 63), ი. სარი, ჯექსონი

მწვრთნელი: პაპ ტიავი

მსაჯი: ვილტონ სამპაიო (ბრაზილია)

გაფრთხილება: არ ყოფილა

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13(7)-16(4), ბურთის ფლობა: 42%-58% , კუთხურები: 5-4 , თამაშგარე: 0-4 , ჯარიმები: 13-5

  1. საფრანგეთი 2 2 0 0 6:1 6
  2. ნორვეგია 2 2 0 0 7:3 6
  3. სენეგალი 2 0 0 2 3:6 0
  4. ერაყი 2 0 0 2 1:7 0
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162677