ფეხბურთი

11:48 | 23.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე დუბლის შესახებ ისაუბრა

ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა კომენტარი გააკეთა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე დუბლის შესახებ. თავდამსხმელმა ორი გოლი გაიტანა ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სენეგალის წინააღმდეგ 3:2 მოგებულ მატჩში. პირველ რაუნდში ერლინგმა დუბლი მიითვალა ერაყის წინააღმდეგ (4:1).

„ისევ რაღაც განსაკუთრებული! კიდევ ერთი საოცარი საღამო და ნამდვილად ვამაყობ. ვტკბები ამით. დებიუტიდან მოყოლებული ნორვეგიის ნაკრებში თამაში მიყვარს და ეს ყოველთვის ჩანს. მსოფლიო ჩემპიონატი შესანიშნავია!“ - თქვა ჰოლანდმა ფიფას ოფიციალურ ვებსაიტზე.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში იმართება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყო და 19 ივლისს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087492