ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა დეკლან რაისმა კომენტარი გააკეთა არგენტინის ეროვნული გუნდის თავდამსხმელის, ლიონელ მესის თამაშზე. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შემტევმა თავისი გუნდის ხუთივე გოლი ორ მატჩში გაიტანა.
„ლიონელ მესი, ის, რასაც ახლა ვხედავთ, ნამდვილად განსაკუთრებულია. ის, რასაც ის თავის ასაკში აღწევს, უბრალოდ წარმოუდგენელია. როგორც გულშემატკივარი, ფეხბურთის მოყვარული და პროფესიონალი ფეხბურთელი, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ მისი თამაშის ცქერით“, - ციტირებს რაისის სიტყვებს სოციალურ მედიაში ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში ავსტრიასთან (2:0) მესიმ ორჯერ გაიტანა გოლი და თავისი ანგარიში მუნდიალებზე 18-მდე გაზარდა. რითაც გადაასწრო ბუნდესნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, მიროსლავ კლოზეს, (16 გოლი)
2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში







