საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის, მსოფლიო ჩემპიონატზე გოლების ისტორიულ რეკორდზე რეაგირება მოახდინა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე რაუნდში ავსტრიის წინააღმდეგ (2:0) მესიმ ორჯერ გაიტანა გოლი, რაც მისი მე-17-18 გოლებია ფინალურ ტურნირზე და გერმანიის ყოფილ თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს 16 გოლის მაჩვენებელს გადააჭარბა. მბაპესაც ასევე 16 გოლი აქვს გატანილი.
„ლეო ყოველთვის იტანს გოლებს. ის ყოველთვის იტანდა და გააგრძელებს ამას. როცა მესის ვუყურებ, ვხვდები, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაო, არ ვჩერდები მიღწეულზე. „მხოლოდ ჩემი გუნდის დახმარებაზე ვფიქრობ“, - ციტირებს TyC Sports მბაპეს სიტყვებს.







