ფეხბურთი

13:42 | 23.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მესის მეუღლე ლიონელის მიერ მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების ისტორიულ რეკორდს გამოეხმაურა

არგენტინის ნაკრების კაპიტნისა და თავდამსხმელის, ლიონელ მესის მეუღლე, ანტონელა როკუცო, ქმრის მსოფლიო ჩემპიონატწბზე გატანილი გოლების რეკორდს გამოეხმაურა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში ავსტრიასთან (2:0) მესიმ ორჯერ გაიტანა გოლი, რაც მისი მე-17 და მე-18 გოლები გამოდგა ფინალურ ტურნირზე. ამისდაკვალად, გერმანიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, მიროსლავ კლოზეს, 16 გოლის მაჩვენებელს გაუსწრო.

„რა პრივილეგიაა, რომ ისევ და ისევ ხედავ, როგორ ქმნი ისტორიას. მიყვარხარ, ლეო!“ - დაწერა როკუცომ სოციალურ ქსელში.

არგენტინელმა უდიდესი პოპულარობა „ბარსელონაში“ თამაშის პერიოდში მოიპოვა, ჯამში მან „ოქროს ბურთი“ რვაჯერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095019