ფეხბურთი

14:16 | 23.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალი“ ამ ზაფხულს ჩუამენის გაყიდვისთვის მზადაა

ჟურნალისტ ჯანლუიჯი ლონგარის ცნობით, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ორელიენ ჩუამენიმ შესაძლოა კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.

მადრიდის კლუბი მზადაა განიხილოს 26 წლის ფრანგის გაყიდვის შესაძლობლობა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ მისი ტრანსფერით „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო დაინტერესებული.

ჩუამენი „რეალს“ „მონაკოდან“ 2022 წლის ზაფხულში 80 მილიონ ევროდ შეუერთდა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფრანგი ნახევარმცველის კონტრაქტი „რეალთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩუამენიმ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სენეგალის (3:1) წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მთელი მატჩის განმავლობაში დაჰყო მინდორზე. მეორე რაუნდში ერაყთან მატჩში (3:0) არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.106937