აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს 19 ივლისს დაგეგმილ ფინალამდე არ დაესწრება - წერს The Telegraph.
წყაროს ცნობით, პრეზიდენტის ფინალამდე ტურნირზე გამოჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ აშშ-ის ნაკრები ნახევარფინალში გავა. მსოფლიო ჩემპიონატი ამჟამად პოლიტიკოსის დღის წესრიგში არ შედის — ის 4 ივლისს აშშ-ში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნით იქნება დაკავებული. თუმცა, ტრამპი, სავარაუდოდ, დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება, სადაც ფინალში გამარჯვებული გუნდის კაპიტანს თასს გადასცემს.
2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე იმართება.







