ფეხბურთი

16:33 | 23.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

შმეიხელი: "მესის პირველი გოლი თამაშის წესის დარღვევით გავიდა"

დანიის ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მეკარე პეტერ შმეიხელი მიიჩნევს, რომ ავსტრიის ნაკრების კარში ლიონელ მესის გოლი თამაშის წესის დარღვევით გავიდა და არ უნდა ჩათვლილიყო.

შმეიხელმა Fox-ის პირდაპირ ეთერში მატჩის შესვენებაზე ამის შესახებ ისაუბრა:

„არ ვფიქრობ, რომ ეს გოლი უნდა ჩათვლილიყო. ხავიერ შლაგერს უკნიდან ჩაარტყეს, ეს ჯარიმაა, მაკ ალისტერმა ფეხბურთელი წააქცია, მსაჯს ჯარიმა უნდა დაენიშნა. VAR-ს მსაჯისთვის უნდა დაეძახებინა და მონიტორთან ენახა მომენტი. მსაჯის აშკარა შეცდომაა“, - თქვა შმეიხელმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინამ ავსტრიის ნაკრები ლიონელ მესის დუბლით 2:0 დაამარცხა და 1/16-ფინალის საგზური გაინაღდა, თანაც, ჯგუფში პირველი ადგილიც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091784