რომის "ლაციოს" მთავარ მწვრთნელად ჯენარო გატუზო დაინიშნა, რომელმაც მაურიციო სარი შეცვალა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გატუზომ რომაულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ჯენარო გატუზო ბოლოს იტალიის ნაკრებში მუშაობდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა. მანამდე იტალიელი „სიონში“, „პალერმოში“, „ოფიში“, „პიზაში“, „მილანში“, „ნაპოლიში“, „ფიორენტინაში“, „ვალენსიასა“ და „მარსელში“ იყო.
„ლაციომ“ წარუმატებელი სეზონი ჩაატარა და ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა, იტალიის თასის ფინალი კი „ინტერთან“ წააგო.





