ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელმა ერლინგ ჰოლანდმა სენეგალის ნაკრებთან გამარჯვების (3:2) შემდეგ საფრანგეთთან მომავალ მატჩზეც ისაუბრა.
როგორც მან თქვა, საფრანგეთი ნორვეგიას მოუგებს და საბოლოოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაიმარჯვებს:
„სიმართლე გითხრათ, ახლა ეს მატჩი არ მაინტერესებს. ისინი დაგვამარცხებენ და ალბათ, ტურნირსაც მოიგებენ“, - აღნიშნა ნორვეგიელმა.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ ტურში 4 გოლი გაიტანა. ნორვეგია 6 ქულით ჯგუფიდან უკვე გასულია, მაგრამ ბოლო ტურში ჯგუფში პირველობისთვის საფრანგეთთან მოგება სჭირდება, თუ არადა, პლეი-ოფში მეორე ადგილით გავა. თუმცა, როგორც ჩანს, ჰოლანდისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.







