ფეხბურთი

20:37 | 23.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "პელე, მარადონა, კრუიფი ბრწყინვალე ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ მესი სხვა კატეგორიაშია"

ვეტერანი შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამბობს, რომ ლიონელ მესი სხვა კატეგორიაშია.

როგორც მან თქვა, პელე, დიეგო მარადონა და იოჰან კრუიფი ბრწყინვალე ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ მესის ვერავინ შეედრება:

„განსახილველი არაფერია, თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირი ხდები, ტურნირს იგებ, თაობების განმავლობაში დომინანტი ხარ და 38 წლის ასაკშიც ყველაფერს აკეთებ, მეტი რა გინდა? წლები გადის და სხვებს ვადარებთ, მაგრამ მასთან ახლოს არავინაა. პელე, მარადონა, კრუიფი, ყველა ბრწყინვალე იყო, მაგრამ სტატისტიკა, კარიერის ხანგრძლივობა, ტიტულები - მესის ცალკე კატეგორიაში აყენებს. მან ორ თამაშში 5 გოლი გაიტანა, მე ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშე და გოლი არ გამიტანია. ბედნიერი ვარ მის გამო და იმედი მაქვს, ასე გააგრძელებს. საოცარია, სიტყვებიც არ მაქვს.

შეგვიძლია ვისაუბროთ არგენტინაზე, როგორც ძალიან მჭიდორდ შეკრულ გუნდზე, მათ ტაქტიკასა და მატჩების კონტროლის უნარზე, მაგრამ როდესაც რაღაც განსაკუთრებულია საჭირო, ყოველთვის არის ლიონელ მესი“, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყო და ორ ტურში 5 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169437