ფეხბურთი

19:31 | 23.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "ოლისე თამაშს ამარტივებს, ჩემი მოძრაობების დანახვა ყოველთვის შეუძლია"

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მაიკლ ოლისესთან ერთად თამაში უყვარს, რადგან ის ძალიან კარგად ხედავს მოედანზე მის მოძრაობებს:

„მაიკლ ოლისესთან თამაში ძალიან ადვილია. ის ამარტივებს თამაშს, როცა თავს მაღლა სწევს. მას ყოველთვის შეუძლია ჩემი მოძრაობების დანახვა. მიყვარს მაიკლთან თამაში.

ვცდილობდი, რომ „რეალში“ საუკეთესო სეზონი მქონოდა. იანვარში ტრავმა არ დამეხმარა, სერიოზული იყო, მაგრამ შემდეგ საუკეთესო ფორმაში დავბრუნდი. მსოფლიოს ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, ყველა მოთამაშისთვის მნიშვნელოვანია.

ყველას გვინდოდა, რომ უსმან დემბელეს გოლი გაეტანა. გვჭირდებოდა მისი განთავისუფლება, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094481