ფეხბურთი

20:05 | 23.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი სერბი ფეხბურთელი რასისტულ სკანდალში გაეხვა

ვეტერანი სერბი ფეხბურთელი რადე ბოგდანოვიჩი სკანდალში გაეხვა კომენტარის გამო, რომელიც ბელგიისა და ირანის ნაკრების მატჩის შემდეგ პირდაპირ ეთერში თქვა.

ამ შეხვედრაში 66-ე წუთზე ბელგიის ნაკრების მცველი, ნათან ნგოი გააძევეს, რაზეც ბოგდანოვიჩმა აღნიშნა: „შავკანიან ფეხბურთელებს არ შეუძლიათ კონცენტრაციის შენარჩუნება 60 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში“.

რა თქმა უნდა, ეს განცხადება შეფასდა, როგორც რასისტული და ბოგდანოვიჩმა ბევრი კრიტიკა მიიღო, რის გამოც მას პირდაპირ ეთერში ბოდიშის მოხდა მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094978