ფეხბურთი

22:20 | 23.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" 17 წლის მცველი დაიმატა

"დინამო ბათუმმა" 17 წლის ქართველი ცენტრალური მცველი, ალიკა გეთიაშვილი დაიმატა. ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.

"გეთიაშვილი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, სადაც მან თითქმის ყველა ასაკობრივი საფეხური წარმატებით გაიარა. ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური მცველი მარცხენა ფეხით თამაშით გამოირჩევა, რაც ჩვენი გუნდის ტაქტიკური მონახაზისთვის დამატებით და მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს. ამასთანავე, გეთიაშვილი საქართველოს 16 და 17-წლამდელთა ეროვნული ნაკრებების წევრია და დღეის მდგომარეობით, ამ ასაკობრივი გუნდების შემადგენლობაში მას ჯამში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ფეხბურთელი გუნდს უკვე რამდენიმე კვირაა შემოუერთდა და სრულფასოვნად ვარჯიშობს. 22 ივნისს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, კლუბმა ალიკა გეთიაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაარეგისტრირა. შესაბამისად, ახალგაზრდა მცველი "დინამო თბილისის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადში იქნება", - წერს "დინამო ბათუმის" საიტი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096497