კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლები გაიტანა და ისტორიაც დაწერა - რამდენიმე რეკორდი დაამყარა. მან ეს უზბეკეთის ნაკრებთან მატჩში შეძლო, რომელსაც პირველივე ტაიმში ორჯერ გაუტანა.
ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ექვს სხვადასხვა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა - 2006, 2010, 2014, 2018, 2022, 2026. წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა, რადგან ხუთ მუნდიალზე ჰქონდა გატანილი, მაგრამ ხუთ მუნდიალზე გოლი ახლა ლიონელ მესისაც აქვს.
გარდა ამისა, რონალდუსთვის ეს იყო მეცხრე და მეათე გოლები მსოფლიოს ჩემპიონატზე, რითაც პორტუგალიის ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა - მან ეუსებიოს გადაასწრო, რომლის აქტივში 9 გოლია (ყველა 1966 წელს).
რონალდუ გახდა მხოლოდ მესამე ფეხბურთელი, რომელიც თავისი ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა და ამავდროულად, ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა მუნდიალზე. რონალდუს გარდა, ასეთები არიან მიქაელ ლაუდრუპი (დანია) და ლიონელ მესი (არგენტინა). აქ საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთზე მეტი გოლი აქვთ გატანილი. კრიშტიანუ ასევე, რიგით ყველაზე მეორე ასაკოვანი ფეხბურთელია, ვისაც მუნდიალზე გაუტანია - რეკორდი ისევ კამერუნელ როჟე მილას გოლი 42 წლის ასაკში აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე (1994 წელს).
რონალდუს პროფესიონალურ კარიერაში უკვე 974 გოლი აქვს და 1000-გოლიან ნიშნულს კიდევ უფრო მიუახლოვდა.







