ფეხბურთი

23:28 | 23.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" ქამბექი "დინამო ბათუმთან"

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურში „დინამო თბილისმა“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩი ბათუმელებმა კარგად დაიწყეს და მეშვიდე წუთზე დაწინაურდნენ უერდი მარას გოლით. პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა, სამაგიეროდ, შეიცვალა მეორე ნახევარში.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი უპირატესობას 75-ე წუთამდე ინარჩუნებდა, თუმცა, თემურ ქეცბაიას გუნდმა ბოლოს დააქამბექა: ჯერ მაქსიმ ტეიშეირამ გაათანაბრა ანგარიში, მერე ნიკა ნინუამ პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა.

„დინამო თბილისმა“ 31 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გაატარებს ზაფხულის პაუზის, სეზონს კი „სპაერთან“ მატჩით 8 აგვისტოს განაახლებს. მანამდე, კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

„დინამო ბათუმი“ 27 ქულით მეხუთე პოზიციაზე და მომდევნო ტურში „გაგრას“ ეთამაშება.

„დინამო თბილისი“ – „დინამო ბათუმი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 მარა (7), 1:1 ტეიშეირა (75), 2:1 ნინუა (86, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173817