ინგლისი - განა - მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი თამაში. არადა, ინგლისის ნაკრებმა პირველ ტურში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ამჯერად, თომას ტუხელის გუნდი ძალიან დამძიმებული ჩანდა, შესაძლოა, დიდი მოტივაციაც არ ჰქონდა, შეიძლება, ძალებიც დაზოგა, მაგრამ ფაქტია, განას ვერ მოუგო და სიმართლე რომ ვთქვათ, ამისთვის არც არაფერი გაუკეთებია.
90 წუთი ისე გაილია, რომ ხეირიანი საგოლე მომენტი თითქმის არ ყოფილა. ამიტომაც, ნულოვანი ფრე სრულიად ლოგიკური შედეგია.
ამ ქულით ორივე გუნდი პრაქტიკულად გავიდა ჯგუფიდან. ინგლისის შემთხვევაში თუ ეს დიდი ვერაფერი მიღწევაა, განაზე იგივეს ვერ ვიტყვით. კარლოს კეირუშის გუნდმა პირველი ეტაპი რომ დაძლია, ნამდვილად დიდი შედეგია. თანაც, განას ჯერ გოლიც არ გაუშვია. კი, ძალიან მძიმე ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ფაქტია - შედეგის მომტანს.
ბოლო ტურში ინგლისის ნაკრები პანამას შეხვდება, ხოლო განელთა მეტოქე ხორვატია იქნება.
ინგლისი - განა 0:0 (0:0)
| # | გუნდი | თ | მ | ფ | წ | გგ | მგ | ბ | ქ |
| 1 | ინგლისი | 2 | 1 | 1 | 0 | 4 | 2 | +2 | 4 |
| 2 | განა | 2 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | +1 | 4 |
| 3 | პანამა | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | -1 | 0 |
| 4 | ხორვატია | 1 | 0 | 0 | 1 | 2 | 4 | -2 | 0 |







