ფეხბურთი

13:30 | 24.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" "ინტერს" აჯობა და იტალიელ მცველს 60 მილიონად დაიმატებს

ლონდონის „ჩელსი“ ბერგამოს „ატალანტას“ და იტალიის ნაკრების მარჯვენა მცველის, მარკო პალესტრას შეძენასთან ახლოსაა.

კლუბებს შორის ყველაფერზე შეთანხმება მიღწეულია: „ჩელსი“ 60 მილიონ ევროს გადაიხდის და მომდევნო ტრანსფერიდან „ატალანტას“ 10%-იც ერგება. ფეხბურთელისთვის 2033 წლამდე კონტრაქტიც გამზადებულია. ნიჭიერი მცველი დათანხმდა ჩაბი ალონსოს გუნდში გადასვლას.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პალესტრას შეძენასთან ახლოს „ინტერი“ იყო, რომელიც 50 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ „ჩელსიმ“ „ატალანტას“ უფრო მაღალი შეთავაზება გაუკეთა, რამაც ყველაფერი შეცვალა.

მარკო პალესტრამ გასული სეზონი იჯარით „კალიარიში“ გაატარა, სადაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და გრანდების ყურადღება მიიპყრო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092355