ფეხბურთი

14:50 | 24.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" "ბარსელონას" ფიფაში უჩივლებს

მადრიდის „ატლეიკო“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ ფიფაში საჩივარს ხულიან ალვარესის გამო შეიტანს.

ფეხბურთელს „ბარსაში“ გადასვლა სურს, რასაც არ მალავს და კატალონიური კლუბიც ცდილობს, რომ ის გადაიბიროს, მაგრამ „ატლეტიკო“ არ აპირებს არგენტინელის გაშვებას და გამოსასყიდ თანხას ითხოვს, რაც 500 მილიონი ევროა.

„ატლეტიკოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჟილ მარინმა განაცხადა: „ჩვენი პასუხისმგებლობაა „ატლეტიკოს“ ინტერესების დაცვა და სწორედ ამიტომ ვაპირებთ ფიფაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ საჩივარს შევიტანოთ, რადგან აქტიური კონტრაქტით ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს“.

მანამდე, ალვარესის შეძენა „რეალმაც“ სცადა, მაგრამ „ატლეტიკომ“ 150 მილიონი ევროს შეთავაზება უარით გაისტუმრა.

შეგახსენებთ, რომ ხულიან ალვარესს „რივერ პლეიტსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ უთამაშია, ხოლო „ატლეტიკოში“ ბოლო ორი სეზონია ირჯება და 106 მატჩში 49 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092077