ხორვატიამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და ტორონტოში პანამა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. ზლატკო დალიჩის გუნდი კვლავ ვერ გამოიყურებოდა დამაჯერებლად, თუმცა სამი ქულის ასაღებად ერთი ხარისხიანი ეპიზოდიც საკმარისი აღმოჩნდა.
მატჩში ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გავიდა, მარჯვენა ფლანგზე იოსიპ სტანიშიჩმა და მარიო პაშალიჩმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რის შემდეგაც „ბაიერნის“ მცველმა ზუსტი გადაცემა გააკეთა, ხოლო ანტე ბუდიმირმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა და საკუთარ ნაკრებს პირველი სამი ქულა მოაპოვებინა.
დღევანდელი მატჩი სიმბოლური გამოდგა ლუკა მოდრიჩისთვის, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა. ამ გამარჯვებით ხორვატიის ნაკრებმა პლეი-ოფში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. მეორე ტურის შემდეგ L-ჯგუფში 4- ქულა აქვთ ინგლის და განას, ხორვატია სამი ქულით მესამეზეა, ხოლო პანამას 0 ქულა აქვს და ჯგუფში ჩარჩა. მომდევნო ტურში ხორვატია განას დაუპირისპირდება, ხოლო ინგლისი პანამას შეხვდება.
პანამა - ხორვატია 0:1 (0:0)
ტორონტო, BMO Field
პანამა (4-4-2): მოსკერა; მურილიო, რამოსი (ლონდონიო 77), კორდობა, ანდრადე, ბლექმენი (დევისი 90); მარტინესი, ჰარვი, ბარსენასი (როდრიგესი 90), როდრიგესი; ფახარდო (ლონდონიო 83)
მწვრთნელი: ტომას კრისტიანსენი
ხორვატია (4-2-3-1): ლივაკოვიჩი; სტანიშიჩი, შუტალო, პონგრაჩიჩი, გვარდიოლი (კრამარიჩი 46); მოდრიჩი (პაშალიჩი 72), კოვაჩიჩი (პ. სუჩიჩი 72); მ. პაშალიჩი (ლ. სუჩიჩი 46), ბატურინა, პერიშიჩი; მუსა (ბუდიმირი 46)
მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი
გაფრთხილება: ბარსენასი (61) – პ. სუჩიჩი (90+2)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 6 (2) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 1:2
გოლი: 0:1 ბუდიმირი (54)
მსაჯი: პატრის ატჩო (გაბონი)





