ინგლისისა და განას ფრედ დასრულებული (0:0) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი გახდა, თუმცა ახალგაზრდა ინგლისელის განცხადებით, მას ეს ჯილდო არ დაუმსახურებია.
"სიმართლე რომ ვთქვა, ამ ჯილდოს არ ვიმსახურებდი. ჩემი აზრით, ის განის რომელიმე მოთამაშეს უნდა მიეღო. მათ უფრო მიზანმიმართულად ითამაშეს და თავიანთი გეგმა უკეთ შეასრულეს. დიდ მადლობას გადავუხდი ყველას ვინც მე ამარჩია, მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენე.
რაც შეეხება მატჩს, მიუხედავად ბევრი მომენტისა, კუთხურებისა და ბურთის ფლობისა, ჩვენ ვერ შევძელით მეტოქე გუნდის დაცვის ხაზის გარღვევა. პანიკის საფუძველი არ არსებობს ფეხბურთში მსგავსი რაღაცები ხდება.
ჩვენ ახალგაზრდა, მაგრამ ამავდროულად გამოცდილი გუნდი ვართ. საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, დასვენება და პანამასთან მატჩისთვის მომზადება. ყველაფერი ისევ ჩვენს ხელშია,“ - განაცხადა ბელინგემმა.
ორი ტურის შემდეგ L-ჯგუფს ინგლისი და განა ლიდერობენ 4-4 ქულით, ხორვატია სამი ქულით მესამეზეა, ხოლო პანამას 0 ქულა აქვს და მეოთხეზეა. ბოლო ტურში ინგლისის ნაკრები პანამას შეხვდება, ხოლო განელთა მეტოქე ხორვატია იქნება.





