საქართველოს ნაკრებისა და "ტორონტო" რეპტორსის კალათბურთელის სანდრო მამუკელაშვილის დამატებით "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას საკალათბურთო ინსაიდერი რამონა შელბერნი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ლეიკერსი" შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და სავარაუდო კანდიდატებს შორის სანდრო მამუკელაშვილიც იმყოფება.
"ლეიკერსისთვის" ყველაზე მომგებიანი იქნება ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან სანდრო მამუკელაშვილი ტორონტოდან, ჯეილენ სმიტი ჩიკაგოდან ან აიზაია სტიუარტი. ესენი არიან ახალგაზრდა კალათბურთელები, რომლებიც ასაკისა და ფინანსური მოთხოვნების თვალსაზრისით გუნდს კარგად ერგებიან. ამავდროულად ისინი ახალგაზრდები არიან და ასაკობრივ მოთხოვნებსაც აკმაყოფილებენ", -წერს ESPN-ის ჟურნალისტი.
სანდრო მამუკელაშვილი "ტორონტოს" გასულ სეზონში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. სანდროს საუშუალო სტატისტიკა 2025-2026 წლების სეზონში 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.9 შედგიანი გადაცემა იყო.







