ფეხბურთი

14:19 | 24.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

A Bola: "სპორტინგს" ქოჩორაშვილის საკითხის გადაწყვეტა 1-ელ ივლისამდე სურს"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდი ალბათობით ლისაბონის "სპორტინგს" დატოვებს, რადგან ის კლუბის გეგმებში არ შედის და ამის შესახებ გიორგიც ინფორმირებულია.

ყველაზე მეტად, ქართველი ფეხბურთელის დამატებით ესპანური ვიგოს "სელტაა" დაინტერესებული, თუმცა ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით "სპორტინგისთვის" ჯერაც არ მიუმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა A Bola წერს.

"გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც "სპორტინგის" გეგმებში აღარ შედის დიდი ალბათობით ესპანეთში დაბრუნდება, სადაც ის "ლევანტეს" რიგებში გამოდიოდა. მას ესპანეთში დაბრუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ლისაბონურ კლუბს მის თაობაზე ოფიციალური წინადადება ჯერაც არ მიუღია. ქართველის დამატებით ყველაზე მეტად ვიგოს "სელტაა" დაინტერესებული, მათი სურვილია ქოჩორაშვილის იჯარით აყვანა, გამოსყიდვის უფლებით.

"სპორტინგს" ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი ფეხბურთელში გადახდილი 5.5მილიონი ევროს დაბრუნებაა. სწორედ ამიტომ, კლუბი უპირატესობას სრულფასოვან ტრანსფერს ან ფინანსურად უფრო მომგებიან შეთავაზებას ანიჭებს.

დიდი ალბათობით, "სპორტინგისა" და ვიგოს "სელტას" ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს, რადგან ლისაბონელებს გუნდიდა წამსვლელი ფეხბურთელების ბედის გადაწყვეტა 1-ელ ივლისამდე სურს", -წერს გამოცემა.

გიორგი ქოჩორაშვილი "სპორტინგში" გასულ ზაფხულს გადავიდა და მის სანაცვოლოდ "ლევანტემ" 5.5 მილიონი მიიღო. ქართველმა პორტუგალიური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098018