მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში შოტლანდია მაიამიში ბრაზილიას დაუპირისპირდება. შოტლანდიელებს პლეი-ოფში გასასვლელად ქულის მოპოვება სჭირდებათ, თუმცა მათ ამის გაკეთება ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან მოუწევთ.
ბრიტანელებს ისტორიული შანსი აქვთ, რათა ისტორიაში პირველად შეძლონ მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფში გასვლა. მათ აქამდე მუნდიალზე რვაჯერ აქვთ ნათამაშები და ყველა შემთხვევაში ჯგუფში ჩარჩნენ.
რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებს, მათი მთავარი მიზანი 3 ქულის აღება და ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებაა. „სელესაოს“ რიგებში მთავარი სიახლე ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაა. ვარსკვლავმა ვარჯიში უკვე განაახლა და მისი მოედანზე გამოჩენა არ არის გამორიცხული, თუცა აღსანიშნია, რომ კარლო ანჩელოტის გუნდს რაფინია ვერ დაეხმარება ტრავმის გამო.
ბრაზილია და შოტლანდია კონკრეტულად მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე სულ ოთხჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, საიდანაც სამხრეთამერიკელებმა სამში იმარჯვეს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
სავარაუდო შემადგენლობები:
შოტლანდია (3-4-2-1): განი; ჰენდრი, საუტარი, ტირნი; რალსტონი, გილმორი, მაკლინი, რობერტსონი; მაკგინი, კრისტი; მაკტომინეი.
მწვრთნელი: სტივ კლარკი
ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი; ვანდერსონი, მარკინიოსი, გაბრიელი, არანა; კაზემირო, გიმარაესი; სავინიო, პაკეტა, ვინისიუს ჟუნიორი; კუნია.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
შეხვედრის მთავარი მსაჯი - სეზარ არტურო რამოსი, მექსიკელი არბიტრი მატჩში საშუალოდ 4.37 ყვითელ ბარათს უჩვენებს, ხოლო წითელ ბარათს - საშუალოდ 0.42
შოტლანდიას ორ მატჩი მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი და მისი ავტორი ჯონ მაკგინია.
ბრაზილიის მხრიდან კი ორ-ორი გოლი აქვთ ვინისიუს ჟუნიორს და მატეუს კუნიას.
შოტლანდიისა და ბრაზილიის მატჩი 25 ივნის თბილისის დროით 02:00 საათზე გაიმართება.





