პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ "რეალში" დაბრუნების შემდეგ მედიასთან პირველად ისაუბრა, "განსაკუთრებულმა" ესპანურ გამოცემა Marca-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
"აქ ვარ იმიტომ, რომ "რეალი" მიყვარს, ამ კლუბის ისტორია ვერავის ისტორიას შეედრება. როდესაც „რეალზე“ ვსაუბრობთ, ფეხბურთის ისტორიასა და მემკვიდრეობაზე ვსაუბრობთ. თეთრ მაისურს რაღაც ჯადოსნური აქვს. ახლა საუბრის დრო არ არის, ახლა მოსმენის დროა. აქ მოთამაშეების და კლუბის დასახმარებლად ვარ და არა კრიტიკისთვის. ჩემს მაქსიმუმს ვეცდები, რათა წარმატებას ერთად მივაღწიოთ. კილიან მბაპე ფენომენალური მოთამაშეა და ვეცდები, კიდევ უფრო უკეთესი გავხადო.
სპორტში მთავარი მიზანი გამარჯვებაა. არსებობს აბსურდული თეორია, თითქოს შეიძლება დიდი იყო გამარჯვების გარეშე, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერს შედეგი განსაზღვრავს. არ ვფიქრობ, რომ ჩემი ტაქტიკა მხოლოდ დაცვითია, მითხარით 2011/12 წლების „რეალი“ დაცვითი იყო? ჩვენ ლა ლიგაში 100 ქულა დავაგროვეთ და 121 გოლი გავიტანეთ", - განაცხადა მოურინიომ.
ჟოზე მოურინიო "რეალში" ოფიციალურად 11 ივნის დაბრუნდა, მან კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და "სამეფო კლუბში" 2029 წლის 30 ივნისამდე დარჩება.





