აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჯანი ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ გამარჯვებულ გუნდს თასს ერთობლივად გადასცემენ.
ამის შესახებ თავად FIFA-ს პრეზიდენტმა ინფანტინომ განაცხადა. მისი თქმით, ფინალურ მატჩს ის პრეზიდენტ ტრამპთან ერთად დაესწრება და გამარჯვებული გუნდის დაჯილდოების ცერემონიაშიც ორივე მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენ პრეზიდენტთან ერთად ვიქნებით ფინალზე, ვისიამოვნებთ თამაშით და, რა თქმა უნდა, გამარჯვებულს თასსაც ერთად გადავცემთ“, – განაცხადა ინფანტინომ.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 19 ივლისს ნიუ-იორკში "მეტლაიფ" სტადიონზე გაიმართება.





