26 წლის ესპანელი ფეხბურთელის ფრან გარსიას დამატებით "რეალ ბეტისი" ინტერესდება და როგორც ცნობილი ხდება, ანდალუსიელებმა "რეალს" ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთეს.
ესპანური მედიის ცნობით, "რელი" მარცხენა მცველის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს, ეს თანხა „ბეტისისთვის“ მოულოდნელად მაღალი აღმოჩნდა და კლუბი ამ ეტაპზე აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება და ყველაფერი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.
ფაქტი ისაა, რომ ფრან გარსიას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "რეალის" დატოვება აუცილებლად მოუწევს, რადგან ფეხბურთელი მოურინიოს გეგმებში არ შედის.
ფრან გარსია "რეალის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, მან 2025-2026 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა.





