ფეხბურთი

17:50 | 24.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ დუბრავკა კარიერას "ტოტენჰემში" გააგრძელებს

37 წლის სლოვაკი მეკარე მარტინ დუბრავკა კარიერას ლონდონის "ტოტენჰემში" გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეებს შორის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და გამოცდილი მეკარე "ტოტენჰემს" შეუერთდება. დუბრავკა გუნდში მეორე მეკარედ მოიაზრება, ხოლო ძირითადი მეკარე ჩეხი ანტონინ კინსკი იქნება. რაც შეეხება გუილერმო ვიკარიოს, ის გუნდს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს.

მარტინ დუბრავკას პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, მას კარიერის განმავლობაში "მანჩესტერში", "ნიუკასლში" და "ბარნლში" უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160339