არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ლიონელ მესი დღეს 39 წლის გახდა, მაგრამ ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფორმაშია, რასაც მსოფლიოს ჩემპიონატზეც ამტკიცებს.
ალჟირისა და ავსტრიის ნაკრებებთან მესიმ 5 გოლი გაიტანა, მუნდიალის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. როგორც მან თქვა, არგენტინას არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი, რადგან ბოლო წლებში ბევრ წარმატებას ისედაც მიაღწია:
„არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი. ბოლო წლებში უკვე ბევრს მივაღწიეთ. ყველას დამარცხება გვინდა - სწორედ ამიტომ ვართ აქ. ჩემს გარშემო შესანიშნავი ჯგუფი მყავს, ისინი განსაკუთრებულები არიან და მადლობას ვუხდი მათ. ეს დიდი კმაყოფილებაა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც, რომელთა გარეშეც აქამდე ვერ მოვიდოდი.
ხანგრძლივი კარიერა მაქვს, სავსე კარგი და ცუდი რაღაცეებით, როგორც თავად ცხოვრება. მაგრამ, კარგი იქნება თუ ცუდი, მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც მქონდა. დაბადების დღის საჩუქრად, მინდა, რომ ახლობლები ჯანმრთელობას ვუსურვო და მოედანზე სიამოვნების მიღება გავაგრძელო.
არასდროს შემიწყვეტია გამარჯვებისთვის ბრძოლა, არასდროს შემპარვია ეჭვი, მაგრამ უბრალოდ ვთამაშობ. ერთ დღეს ჩემი სხეული მეტყვის, რომ გავჩერდე, მაგრამ ეს დღე ჯერ არ დამდგარა. 2030 წლის მუნდიალი? არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ახლა ამაზე არ ვფიქრობ. ცოტა შორეული ჩანს... მაგრამ, როგორც ვთქვი, ყოველდღიურობით ვცხოვრობ და აწმყოზე ვარ კონცენტრირებული“, - თქვა მესიმ.







