ფეხბურთი

19:20 | 24.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კეირუში: "აშკარა პენალტი იყო, სად იყვნენ მსაჯები, ყავის დასალევად?

განის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კეირუშმა ინგლისთან მატჩის შემდეგ მსაჯი გააკრიტიკა.

როგორც პორტუგალიელმა თქვა, ალბათ, VAR-ის მსაჯები ყავის დასალევად იყვნენ გასულები, რადგან სხვაგვარად მისთვის წარმოუდგენელია, როგორ არ დანიშნეს პენალტი.

კეირუშს პრეტენზია აქვს მატჩის მიწურულს მომხდარზე, როცა პრინს ადუ მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ ეზრი კონსამ ის წააქცია. მთავარ მსაჯს რეაგირება არ მოუხდენია და არც VAR-ი ჩარეულა:

„იქნებ, დროა, საკუთარ ვკითხოთ: დარწმუნებული ვართ, რომ VAR-ის სისტემა ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მუშაობს? გარკვეული ეჭვები მაქვს, რადგან აშკარა პენალტი არ დაგვინიშნეს. ინგლისს ძალიან გაუმართლა, VAR-ის მსაჯები ალბათ ყავის დასალევად იყვნენ გასულები. ჩემთვის ყველაფერი ნათელია - პენალტი და წითელი ბარათია. არის ვინმე, ვინც სხვაგვარად ფიქრობს?“, - თქვა კეირუშმა.

თუმცა, ინგლისთან მატჩში ეს არ იყო ერთადერთი პრეტენზია, რომელიც განელებს აქვთ: ჯუდ ბელინგემი ჯორდან აიუს პირზე ხელაფარებული ესაუბრებოდა, რაც ახალი წესებით წითელი ბარათია და რისთვისაც, პარაგვაელი ფეხბურთელი, მიგელ ალმირონი თურქეთთან მატჩში გააძევეს. თუმცა, ბელინგემის შემთხვევაში ეს არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და განას მატჩი 0:0 დასრულდა, ორივე გუნდს 4 ქულა აქვს და 1/16-ფინალში პრაქტიკულად გასულები არიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162488