ფეხბურთი

20:24 | 24.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯანი ინფანტინო: "პაუზა არ არის კომერციული, არამედ სიცხის გამოა"

მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა მატჩი ორჯერ ჩერდება, ე.წ. გამაგრილებელი პაუზის გამო, რასაც ბევრი აკრიტიკებს.

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ამბობს, რომ ეს არ არის კომერციული პაუზა, არამედ, სიცხის გამო დანერგეს:

„ამ შესვენებების მთავარი მიზეზი სიცხეა, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ისეთ ტურნირში, როგორიცაა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 39 დღის განმავლობაში ტარდება და გუნდები რვა მატჩამდე თამაშობენ, შესვენება უაღრესად მნიშვნელოვანია. ფიფასთვის ეს დამატებითი შემოსავალი არ არის, რადგან ყველა კომერციული შეთანხმება დიდი ხნით ადრე იყო ხელმოწერილი. ასე რომ, ჩვენთვის ეს ფინანსური საკითხი არ არის. ჩვენთვის ეს წმინდა სპორტული საკითხია. ეს მსოფლიოს ჩემპიონატი წარმოუდგენელი ტურნირია, ისტორიაში ყველაზე წარმატებული ღონისძიება“, - თქვა ინფანტინომ.

უცხოურ ტელევიზიებში პაუზების დროს რეკლამა გადის, რის გამოც არსებობს ეჭვი, რომ რეალურად, ეს სარეკლამო პაუზაა და არა გამაგრილებელი, როგორც ფიფამ შეფუთა. თუმცა, ინფანტინო ყველაფერს უარყოფს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092419