FOX Sports-ის კომენტატორი და ვეტერანი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოეხმაურა კრიშტიანუ რონალდუს ჟესტს, რომელმაც უზბეკეთის ნაკრებთან მატჩის (5:0) შემდეგ კამერების წინ ორჯერ გაიმეორა - „დავბრუნდი“.
„იდეალური თამაში იყო გოლის გასატანად, პორტუგალიას ბევრი გოლი უნდა გაეტანა. მეგონა, რატომ თქვა, „დავბრუნდი“ - მეგონა, რომ არც არასდროს წასულა“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ექვს მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.







