მარიამ ბოლქვაძეს უიმბლდონის ძირითად ბადემდე ერთადერთი მოგება აშორებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა კვალფიკაციის ნახევარფინალში იაპონელი ჰაიუ კინოშიტა დაამარცხა.
მარიამმა მეტოქეს საათსა და 16 წუთში, ორსეტიან შეხვედრაში აჯობა. პირველი სეტი ბოლქვაძემ 6:3 მოიგო, ხოლო მეორე სეტში მეტოქეს მხოლოდ ორი გეიმი დაანება - 6:2.
ბოლქვაძეს ეისი არ ჰქონია და ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. მან 16 ვინერსი შეასრულა და 13-ჯერ უნებლიე შეცდომაც ჰქონდა.
მარიამ ბოლქვაძის მეტოქე კვალიფიკაციის ფინალში ბელგიელი იელინ ვინდრომი იქნება.







