ფეხბურთი

23:48 | 24.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალეხანდრო გრიმალდო "ლევერკუზენიდან" ესპანურ გუნდში გადავა

ალეხანდრო გრიმალდო კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავა. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება ყველაფერზე მიღწეულია.

ბონუსების ჩათვლით, ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი იქნება. ესპანელ მცველს მხოლოდ „ატლეტიკოში“ გადასვლა სურდა და მან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას კლუბთან მანამდე მიაღწია.

30 წლის ალეხანდრო გრიმალდო „ბარსელონას“ აღზრდილია, მაგრამ სახელი „ბენფიკაში“ გაითქვა, სადაც 2015-2023 წლებში 303 მატჩში 27 გოლი გაიტანა. მას შემდეგ „ლევერკუზენშია“ და 145 შეხვედრაში 30 გოლით გამოირჩა, რაც მცველისთვის დიდებული სტატისტიკაა. ესპანეთის ნაკრებში მას 14 უგოლო თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091015