მსოფლიოს ჩემპიონატზე B ჯგუფში ასპარეზობა დასრულდა და გაირკვა, რომ შვეიცარია და კანადა მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
შვეიცარიის ნაკრებმა მასპინძელი კანადა დაამარცხა, დაძაბულ ბრძოლაში 2:1. გოლები მეორე ტაიმში გავიდა: ანგარიში რუბენ ვარგასმა გახსნა, ხოლო მალევე იოჰან მანზამბიმ სხვაობა გააორმაგა.
ამის შემდეგ კანადა გამოფხიზლდა და გაცილებით უკეთ ათამაშდა. სხვაობაც შეამცირა ჯესი მარშის გუნდმა, თავი პრომის დევიდმა გამოიჩინა. შემდეგ კანადელებმა შტურმი მოაწყვეს, მაგრამ მეორე ვერ გაიტანეს და ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდნენ.
ბოსნიის ნაკრებმა კატარის ნაკრები 3:1 დაამარცხა და დიდი ნაბიჯი გადადგა ჯგუფიდან გასვლისკენ. კერიმ ალაიბეგოვიჩმა ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა, რასაც მაჰმუდ აბუნადას ავტოგოლი მოჰყვა. კატარმა იბრძოლა და შესვენებამდე ჰასან ალ ჰაიდოსმა შეამცირა ჩამორჩენა, მაგრამ ეს აზიელთა მაქსიმუმი გამოდგა. მატჩის მიწურულს სერგეი ბარბარესის გუნდმა კიდევ გაიტანა - ერმინ მაჰმიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, შვეიცარიამ 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, კანადას 4 ქულით მეორე ადგილი ერგო, ისინი უკვე 1/16-ფინალში არიან. ბოსნიამ 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ჯერ ოფიციალურად არ გასულა ჯგუფიდან, მაგრამ უდიდესი ალბათობით, გავა. კატარი 1 ქულით ტურნირს დაემშვიდობა.
ბოსნია - კატარი 3:1 (2:1)
გოლები: 1:0 ალაიბეგოვიჩი (29), 2:0 აბუნადა (34, ა.გ), 2:1 ალ ჰაიდოსი (42), 3:1 მაჰმიჩი (80)
შვეიცარია - კანადა 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 ვარგასი (46), 2:0 მანზამბი (57), 2:1 დევიდი (76)
| # | გუნდი | თ | მოგ | ფ | წააგ | გატ | გაშ | ბქ | ქულა | |
| 1 | შვეიცარია | 3 | 2 | 1 | 0 | 7 | 3 | +4 | 7 | |
| 2 | კანადა | 3 | 1 | 1 | 1 | 8 | 3 | +5 | 4 | |
| 3 | ბოსნია და ჰერცეგოვინა | 3 | 1 | 1 | 1 | 5 | 6 | -1 | 4 | |
| 4 | კატარი | 3 | 0 | 1 | 2 | 2 | 10 | -8 | 1 |







