„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში „ვალენსიასთან“ დამარცხდა და ჩემპიონის ტიტული ვერ მოიპოვა.
„ბარსამ“ სერია სტუმრად გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, ზედიზედ 3 თამაში წააგო და სერიაში 1:3 დამარცხდა.
მეოთხე მატჩი „ვალენსიამ“ კატალონიურ გუნდთან 108:84 მოიგო და ჩემპიონობა ისტორიაში მეორედ მოიპოვა.
თორნიკე შენგელიამ არასრულ 30 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მან საკლუბო სეზონი დაასრულა და ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას ესპანეთის ჩემპიონატი 2020 წელს „ბასკონიას“ რიგებში აქვს მოგებული.







