„ლაციოს“ კაპიტანი ალესიო რომანიოლი კარიერას კატარულ „ალ-სადში“ გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ იტალიელი კატარულ გუნდში გადავა.
ალესიო რომანიოლი „ლაციოში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 161 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მანამდე ის „რომას“, „სამპდორიას“ და „მიალნის“ ღირსებას იცავდა.





