2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის ყველა მატჩი ჩატარდა. მექსიკამ სამივე შეხვედრა გოლგაუშვებლად მოიგო და დამაჯერებლად მოიპოვა პირველი ადგილი. სამხრეთ აფრიკა მეორე ადგილიდან პირდაპირ გავიდა, სამხრეთ კორეა მესამე ადგილოსნების შედეგებს ელის, ჩეხეთი კი გამოეთიშა ტურნირს.
მექსიკის ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი 3:0 დაამარცხა მეხიკოში, „აცტეკას“ სტადიონზე.
ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. მცველმა მატეო ჩავესმა თავი 55-ე წუთზე გამოიჩინა, თავდამსხმელმა ხულიან კინიონესმა 61-ე წუთზე, ხოლო ნახევარმცველმა ალვარო ფიდალგომ 90+4 წუთზე.
მექსიკის ნაკრების 40 წლის მეკარემ, გილერმე ოჩოამ, მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსედ ითამაშა. მან 78-ე წუთზე 26 წლის რაულ რანხელი შეცვალა, შედეგად ამ მაჩვნებლით ოჩოა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა.
ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ეს ტურნირის პირველი შემთხვევაა, როდესაც მექსიკამ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი მოიგო და ასევე 1970 წლის შემდეგ პირველად, ჯგუფური ეტაპის ყველა თამაშში კარი მშრალად შეინარჩუნა.
სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში. მათ ტურნირის ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდში სამხრეთ კორეა 1:0 დაამარცხეს და ცხრილში მეორე ადგილი დაიკავეს. ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე ლიმასოლის აელ-ის შემტევმა, ტაპელო მასეკომ გაიტანა.
ჩეხეთი - მექსიკა 0:3 (0:0)
0:1 ჩავესი (55). 0:2 კინიონესი (61). 0:3 ფიდალგო (90+4)
სამხრეთ აფრიკა - სამხრეთ კორეა 1:0 (0:0)
1:0 მასეკო (63)
- მექსიკა 3 3 0 0 6:0 9
- სახრეთ აფრიკა 3 1 1 1 2:3 4
- სამხრეთ კორეა 3 1 0 2 2:3 3
- ჩეხეთი 3 0 1 2 2:6 1







