ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი ემოციურად გამოეხმაურა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავის დებიუტს. თავდამსხმელი შეცვლაზე შევიდა ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში შოტლანდიასთან 3:0 მოგებულ მატჩში. ნეიმარი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და თავდამსხმელი მატეუს კუნია შეცვალა.
„დიახ, გასახდელში ვიტირე. ღმერთს მადლობა, რომ შემიძლია ჩემი ქვეყნის დახმარება, ძალიან ბედნიერი ვარ“, - ციტირებს ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ნეიმარის სიტყვებს სოციალურ ქსელში.
ბრაზილიამ C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა შვიდი ქულით. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შ ეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე იმართება.







