ფეხბურთი

13:42 | 25.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ამ გუნდს ხასიათი აქვს“ - მექსიკის მწვრთნელი ჩეხეთთან მატჩსა და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლაზე

მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ აგირემ კომენტარი გააკეთა თავისი გუნდის ჩეხეთთან 3:0 გამარჯვებაზე. მექსიკელებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი მოიგეს და პლეი-ოფში გავიდნენ, A ჯგუფში პირველი ადგილით.

„პირველი 20 წუთი არ მომეწონა, მაგრამ შემდეგ დავმშვიდდით, გუნდმა თავი გამოიჩინა და სწორედ მაშინ ვაჩვენეთ ჩვენი გონებრივი ძალა. ჩვენ ყოველთვის გვაქვს გაუმჯობესების რესურსი. ვფიქრობ, საქმის ჩვენი წილი გავაკეთეთ. ამ გუნდს ხასიათი აქვს“, - ციტირებს აგირეს სიტყვებს Reuters.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე იმართება შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.180229