ფეხბურთი

14:20 | 25.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ დიმარკოს კონტრაქტს 2030 წლამდე გაუხანგრძლივებს

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ცნობით, მილანის „ინტერი“ მცველ ფედერიკო დიმარკოსთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

28 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი მილანურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. წყაროს ცნობით, „ინტერი“ აპირებს მისი კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივებას. მხარეები ასევე მალე გამართავენ მოლაპარაკებებს ახალი კონტრაქტის 2030 წლის ზაფხულამდე ხელმოწერის მიზნით.

2025/26 წლების სეზონში დიმარკომ „ინტერის“ რიგებში ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. იტალიელი სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089553