ფეხბურთი

14:57 | 25.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ ნეიმარის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტზე ისაუბრა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდიის წინააღმდეგ გარემარბ ნეიმარის დებიუტზე ისაუბრა. მატჩი სამხრეთ ამერიკის ნაკრების სასარგებლოდ 3:0 დასრულდა და ნეიმარმა შეცვლაზე შესვლიდან 12 წუთი ითამაშა.

„ნეიმარს თამაშის შესაძლებლობა მიეცა, რადგან დაიმსახურა. მან ძალიან ბევრი იშრომა და ვარჯიშის დროს დიდი პროფესიონალიზმი გამოავლინა“, - ციტირებს Sabah Spor-ი ანჩელოტის სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში C ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. ხუთგზის ჩემპიონს სამი მატჩის შემდეგ შვიდი ქულა აქვს. მაროკომ ასევე შვიდი ქულა მოაგროვა, მაგრამ ბრაზილიას ბურთების სხვაობით ჩამორჩება. შოტლანდია სამი ქულით მესამე ადგილზეა. სტივ კლარკის გუნდს ჯერ კიდევ აქვს შანსი, პლეი-ოფში გავიდეს. ჰაიტის ნაკრებმა კვარტეტში უქულოდ ბოლო ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172994