კალათბურთი

16:55 | 25.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკის რიდმა თურქეთში გუნდი შეიცვალა

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მარკის რიდი თურქულ „ბაჰჩეჰირში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

რიდმა ცოტა ხნის წინ „ტრაბზონსპორი“ დატოვა და ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

გასულ სეზონში ის საშუალოდ 19.4 ქულას, 5.5 მოხსნას და 2.1 ჩაჭრას აგროვებდა. ის ბოლო ორ სეზონში თურქეთის ჩემპიონატის MVP-ც გახდა.

მარკის რიდი საქართველოს ნაკრების წევრი შარშან გახდა. ამჟამად ამერიკელი ლატვიაში ნაკრებთან ერთადაა და შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088767