ფეხბურთი

21:05 | 25.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" პიერო ინკაპიე გამოისყიდა

ლონდონის „არსენალმა“ „ლევერკუზენიდან“ პიერო ინკაპიე გამოისყიდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ეკვადორელმა მცველმა „არსენალში“ გასული სეზონი იჯარით გაატარა, მაგრამ თავი გამოიჩინა და ინგლისურმა კლუბმა „ლევერკუზენს“ 40 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ფეხბურთელს კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

ინკაპიემ „არსენალის“ მაისურით 39 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ლევერკუზენში“, „ტალარესსა“ და „ინდეპენდიენდე დელ ვალეში“ გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088479