მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ფინალში ბელგიელი იელინ ვანდრომი სამ სეტში დაამარცხა.
მარიამმა პირველი სეტი 6:4 მოიგო, მეორე სეტში ამავე ანგარიშით მეტოქემ აჯობა, მაგრამ გადამწყვეტი სეტი ქართველმა 6:3 სძლია ბელგიელს და საბოლოოდ, გამარჯვებაც მოიპოვა.
შეხვედრა 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. ბოლქვაძემ 1 ეისი მიითვალა და 11 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, უნებლიე შეცდომა 26-ჯერ მიითვალა, მაგრამ 18 ვინერსიც შეასრულა და გამარჯვება მოიპოვა. მარიამ ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი შეხვედრა მოიგო.
28 წლის ქართველი უიმბლდონის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად ითამაშებს, დიდი სლემის ტურნირზე კი მეორედ, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, რადგან 2019 წელს ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშა.







