არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ნიკო პასი მადრიდის „რეალში“ დაბრუნდება, მაგრამ კლუბი მის გაყიდვას აპირებს.
პასმა ბოლო ორი სეზონი „კომოში“ გაატარა, საიდანაც დაბრუნების უპირატესობი უფლება „რეალს“ აქვს, რასაც გამოიყენებს. მადრიდელები 9 მილიონ ევროს გადაიხდიან. თუმცა, ესპანური გრანდი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს.
რახან, კლუბმა „კომოსთან“ ითანამშრომლა, „რეალი“ იტალიელებს შანსს მისცემს და პირველი მას შესთავაზებს ფეხბურთელს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ, თუ „კომო“ ამ თანხას გადაიხდის, ფეხბურთელს იყიდის. თუ არადა, პასის გაყიდვას „რეალი“ შემდეგ იმავე ფასად „ინტერში“ ან პრემიერლიგის კლუბებში ეცდება.
ნიკო პასმა „კომოს“ მაისურით ბოლო ორ სეზონში 75 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა. ის „რეალის“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 8 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ წინააღმდეგ.





